აქცია ბათუმის მოსახლეობისთვის

აქცია ბათუმის მოსახლეობისთვის
10.02.2020

21-ე საუკუნის მედიცინისთვის რუტინულ კვლევად იქცა კომპიუტერული ტომოგრაფია. სხვადასხვა პროფილის, განსაკუთრებით კი ნევროპათოლოგებისა და შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის დაავადებათა შორის დიფერენციალური დიაგნოზის დასასმელად განსაკუთრებით მაღალინფორმატიულია იგი. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად, უახლესი თაობის კომპიუტერული ტომოგრაფები არა მხოლოდ მაღალი ინფორმატიულობით გამოირჩევიან, არამედ დასხივების მინიმალური დოზით.

"მედალფას" ბათუმის კლინიკაში ორგანოთა ყველა სისტემის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ტარდება იაპონური სიზუსტით გამორჩეულ "ჰიტაჩის" ბოლო თაობის უახლეს მოდელზე Hitachi Supria 16. ამ მოდელის უპირატესობას სკანირების მაღალი სიჩქარე, დასხივების დაბალი დოზა და რეალურ დროში მიღებული მაღალი ხარისხის გამოსახულება წარმოადგენს.

თემები

facebook