რეგისტრატორი კასპის კლინიკაში

10.07.2020

 

პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს კასპის კლინიკა

სამუშო გრაფიკი:  

შპს „მედალფა“-ს კასპის კლინიკა - 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);

·         სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების კუთხით;

·         საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა.  

 პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

·         ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·         სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

·         დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;

·         ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                                            ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი

ქ. კასპი, სააკაძის ქ. N27ბ, შპს „მედალფა“ კასპის კლინიკა

 (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  15/10/2020

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

თემები

facebook