ხარისხის კონტროლის მენეჯერი ცენტრალურ ოფისში

10.07.2020

 

კვალიფიკაცია, მოთხოვნები:

         უმაღლესი  სამედიცინო განათლება, მედიცინის ფაკულტეტი;

  •  ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  •  სამედიცინო სფეროში არსებული კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა;

 პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა,  დაკვირვებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი; თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა

ძირითადი  ფუნქცია–მოვალეობები:

  •   სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
  •   სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
  •   სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების შეფასება და რეაგირება;
  •   სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;
  •   სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და რეაგირება;

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,

გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV)  ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე:                                                                                                                                                                                          ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“                                                                                                                                                                                                               https://www.medalpha.ge/

  (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის  მითითება, რომელზეც აგზავნით  მონაცემებს).

განაცხადის მიღების  ბოლო ვადა:  15/07/2020წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV- წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

 

თემები

facebook