სიახლე მედალფას კასპის კლინიკაში - ფარისებრი ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია

"მედალფას" კასპის კლინიკაში "ავერსის" კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ახალი სერვისი დაინერგა - ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის ბიოფსია, შემდგომი ციტოლოგიური კვლევით.

-ბიოფსია პირდაპირი მეთოდია ფარისებრი ჯირკვლის კვანძის თვისებრიობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

-ტარდება ამბულატორიულ პირობებში და გრძელდება საშუალოდ 10-15 წუთის განმავლობაში

-თითქმის არ აქვს გართულება

-პაციენტი არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას ან დაძინებას.

კასპის კლინიკაში დღეს უკვე ჩატარდა პირველი ბიოფსიები მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებისა და ბიოფსიების საფუძველზე, დაიგეგმება ოპერაციები ან დაინიშნება კონსერვატული მკურნალობა.

"ავერსის" კლინიკის სპეციალისტების ვიზიტები დაანონსდება ჩვენს გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის მეშვეობით და დაამისამართეთ ზარი კასპის კლინიკაში - 0322640011.

თემები

facebook