ტენდერი ოფთალმოლოგიური საოპერაციო მაგიდის შესყიდვაზე

ტენდერი ოფთალმოლოგიური საოპერაციო მაგიდის  შესყიდვაზე
20.04.2018

შ.პ.ს. „მედალფა“ აცხადებს ტენდერს ოფთალმოლოგიური საოპერაციო მაგიდის  შესყიდვის თაობაზე 

 

  • ოფთალმოლოგიური საოპერაციო მაგიდის  (შემდგომში „საქონელი“) რაოდენობა და მახასიათებლები მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ №1–ში;
  • საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. კასპი, გ. სააკაძის ქ. #27ბ. 
  • დაინტერესებულმა კანდიდატმა ტენდერში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

-         საქონლის მახასიათებლები, გამოშვების წელი, ქვეყანა და ა.შ. დანართი #1–ის სახით (როგორც ნაბეჭდი, ისე ელ. ვერსიის ფორმით);

-         შესასრულებელი სამუშაოების/მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც;

-         ღირებულების გადახდის პირობა;*

-         მიწოდების/შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეს);

-         საგარანტიო პირობები, ვადა;

-         პრეტენდენტის ხელშეკრულების პროექტი.

 შენიშვნა: საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 20 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.

* შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

 

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგ საბუთები:

 

-         პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 

-         საბანკო რეკვიზიტები; 

-         ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;

-         ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);

-         ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანალოგორი საქონლის მიწოდების სია და მათგან ორ შემსყიდველი პირების რეკომენდაცია;

-         შევსებული აფიდავიტი დანართი №2–ის სახით;

 

დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

 

იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

 

  • სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

 –        ხარისხი

–        ღირებულება

–        სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა

–        ანგარიშსწორების პირობა

შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

 -         ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.

-         ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

-         საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 

-         ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; 

  • დამკვეთის/მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

 

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

 

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქულ კონვერტით მიღება განხორციელდება 2015 წლის  28 იანვრიდან  06 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა).

 

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2015 წლის 09 თებერვალს 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობის ეტაპზე 2015 წლის 09 თებერვალს 15:00  საათზე, შემდგედ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს: გიორგი ლობჟანიძეს ტელ.: 577 62 88 08 

 

იხილეთ დანართები

თემები

facebook