სიმსუქნის სკოლა

სიმსუქნის სკოლა
30.10.2018

  4 სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო სიმსუქნის სკოლამ მედალფას თბილისის კლინიკაში, პროექტის ფარგლებში ავერსის სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ ფასდაკლებებს აქვა აერობიკასა და ფიტნესზე. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 - 18 წლამდე ბავშვებს. 

  წონა და მისი დინამიკა მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით ყურადსაღებია ჭარბი წონა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი: პირველადი ანუ მარტივი სიმსუქნე - ვითარდება კალორიების დიდი რაოდენობით მიღებით და ჰიპოდინამიით. მეორადი სიმსუქნე - ვითარდება ენდოკრინული დარღვევების და გენეტიკური სინდრომების ფონზე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი გენეზის იქნება სიმსუქნე, შედეგი ყველგან ერთია, ზიანდება თითქმის ყველა ორგანო და სისტება. სიმსუქნე იწვევს შემდეგ დაავადებებს: 

  • ასთმა,
  • დეპრესია,
  • ძილის აპნოე,
  • შავი აკანტოზი,
  • დისლიპიდემია,
  • ცხიმოვანი ჰეპატოზი,
  • ქცევითი დარღვევები,
  • არტერიული ჰიპერტენზია,
  • ნაღვლკენჭოვანი დაავადებები,
  • მეხსიერების და სწავლის უნარის დაქვეითება
  დროული დიაგნოსტიკა და სწორად დაწყებული მკურნალობის ტაქტიკა მნიშნელოვანია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის. კონსულტაციებსა და გასინჯვებს ჩაატარებს ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნატა იმედაშვილი. ენდოკრინოლოგის პირველადი კონსულტაცია - უფასოდ, ყოველი შემდეგი ვიზიტი, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები 30% ფასდაკლებით.

წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 500 016
მობრძანდით მისამართზე: ალ ყაზბეგის გამზირი 16

თემები

facebook