ტყვიით მოწამვლა და ჯანმრთელობა

 

  ფაქტები:

  • ტყვია ორგანიზმში ნაწილდება  ტვინში, ღვიძლში, თირკმლებსა და ძვლებში.  ტყვიის ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმე, კონტროლდება მისი გამოკვლევით სისხლში
  • ძვლებში არსებული ტყვია ორსულობის პერიოდში გამოდის სისხლისმიმოქცევაში და ახდენს ზეგავლენას ნაყოფზე.
  • უცნობია ტყვიის ის დონე, რომელიც უსაფრთხოა ორგანიზმისთვის
  • ტყვიის ზემოქმედება თავიდან აცილებადია

  ტყვია არის ტოქსიური მეტალი, რომელიც გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გავრცელებულ გამოყენებას მოჰყვა ეკოლოგიური დაბინძურება, ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება და მნიშვნელოვანი ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოს ხვადასხვა კუთხეში.

  გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროებში შედის წარმოების, დნობის,  და გადამუშავების ღონისძიებები და ზოგიერთ ქვეყანაში, ტყვიის საღებავების უწყვეტი გამოყენება, ბენზინი და საავიაციო საწვავი. ტყვია გამოიყენება ისეთი პროდუქტების წარმოებისას, როგორიცაა ტყვიამფრქვევები, საღებავები, მჭრელი, ვიტრაჟები, ტყვიის ბროლის მინის, საბრძოლო მასალის, კერამიკული ჭიქები, საიუველირო, სათამაშოები და ზოგიერთი კოსმეტიკური და ტრადიციული მედიკამენტები.

  ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან ტყვიის ზემოქმედევბისგან და შეიძლება განიცადონ ღრმა და მუდმივი გვერდითი მოვლენები. ტყვია  განსაკუთრებით მოქმედებს  ტვინის და ნერვული სისტემის განვითარებაზე. ტყვია ასევე იქვევს ხანგრძლივ დაზიანებებს ზრდასრულთა ორგანიზმში, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, თირკმლების დაზიანება. ორსულებში ტყვიის მაღალი შემცველობა, შეიძლება გახდეს ნაყოფის მოშლის, ნაადრევი მშობიარობის და მკვდრადშობადობის გაზრდის მიზეზი.

ზემოქმედების წყაროები და გზები

ადამიანები შეიძლება მოხვდნენ ტყვიის ზემოქმედების ქვეშ პროფესიონალური და გარემოს წყაროებიდან.

ეს ძირითადად ხდება:

  მასალების დამწვრობით წარმოქმნილი ნაწილაკების ინჰალაცია, მაგალითად, დნობის დროს, გადამუშავება და ა.შ

• ტყვიის დაბინძურებული მტვრის, წყლის (ტყვიის მილებიდან) და საჭმლის (ტყვიისგან დამზადებული ან ტყვიისგან დამზადებული კონტეინერებისგან) მიღება.

  დამატებითი წყარო ტყვიით მოწამვლის შეიძლება იყოს  გარკვეული ტიპის არარეგულირებდაი კოსმეტიკა და მედიკამენტები. ტყვია მაღალი შემცველობით ნაპოვნი იყო ტრადიციული მედიკამენტებში, რომლებიც გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ინდოეთი, მექსიკა და ვიეტნამი. მომხმარებლებმა ყურდღება უნდა მიაქციონ და შეიძინონ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც გავლილი აქვსთ ხარისხის კონტროლი.

  ბავშვები განსაკუთრებულად  დაუცველები არიან ტყვიით მოწამვლისგან, რადგან მათი ორგანიზმი იწოვს 4–5–ჯერ მეტ ტყვიას წყაროდან, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი.  უფრო მეტიც, ბავშვების განსაკუთრებული მოქცევის წესი, ასაკთან დამოკიდებული ხელიდან პირში წაღების საქციელს მივყავართ ტყვიის შემცველი პროდუქტების ყლაპვამდე, როგორიცაა ნიადაგი, მტვერი, საღებავის ფანტელები.  მოწამვლის ეს გზა, განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში ფსიქოლოგიური პრობლემებით, როგორიცაა მაგალითად მუდმვი და კომპულსიური მიდრეკილება არაკვებითი პროდუქტების მიღების, რომლებსაც შეუძლიათ ჭამონ საღებავები კედლებიდან, ავეჯიდან, კარის ჩარჩოებიდან, როგორც კი ტყვია შედის ორგანიზმში, ის ხვდება ისეთ ორგანოებში, როგორიცაა ტვინი, თირკმლები, ღვიძლი და ძვლები. ორგანიზმი ინახავს ტყვიას კბილებსა და ძვლებში და დროთა განმავლობაში ხდება მათი აკუმულირება.  ძვლებში შენახული ტყვია ორსულობის პერიოდში გამოიყოფა სისხლში და მოქმედებს ნაყოფზე.

ტყვიის მოწამვლის ეფექტები ბავშვებზე

ტყვიის ზემოქმედებას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვების ჯანმრთელობას. მაღალი დოზებით ზემოქმედებისას, ტყვიას შეუძლია დააზიანოს ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა, გამოიწვიოს კომა, კონვულსიები და სიკვდილიც კი. ბავშვები, რომლებიც გადაურჩნენ ტყვიით მწვავე მოწამვლის ფატალურ შედეგებს, შეიძლება აღენიშნოთ გონებრივი ჩამორჩენა და ქცევითი აშლილობები. ტყვია განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვეში ტვინის განვითარებაზედა იწვევვს ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) დაქევეითება. ასევე ყურადღების დეფიციტი , ანტისცოიალური საქციელი. ტყვიით მოწამვლა იწვევს ანემიას, ჰიპერტენიას, თირკმლების უკმარისობას. იმუნოტოქსიურობას. ნევროლოგიური და ქცევითი დეფექტები შეუქცევადია.

გლობალური ტვირთი

The Institute for Health Metrics and Evaluation (IHME) შეაფასა, რომ 2016 წ. ტყვიის მოწამვლით გამოწვეული იყო 540 000 სიკვდილობის შემთხვევა. ველაზე მარალი მაჩვენებლები დაფიქსირდა დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებზე. 2016 წყვიის მოწამვლით დაფიქსირდა 63.8% იდიოპათიური ინტელექტუალური შეფერხებები, 3% იშემიური გულის დაავადება, 3.1 % ინსულტები.

 

 

 

თემები

facebook