ქართული | English | Rусский
სამედიცინო დაწესებულებები
გამოკითხვა
სარგებლობთ თუ არა მედალფას მომსახურებით?
რეგულარულად
იშვიათად
ერთხელ ვისარგებლე
ჯერ არ მისარგებლია
ვაპირებ, რომ ვისარგებლო
 

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი

ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. N 3

 

შპს ,,მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 2011 წლის 1 ოქტომბერს. შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მიიღოს 60 სტაციონარული პაციენტი და მიაწოდოს მათ ქირურგიული, უროლოგიური, ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური, ოტო-რინო-ლარინგოლოგიური, ოფტალმოლოგიური, ანგიოქირურგიული, ინფექციური, შინაგან სნეულებათა, პედიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური,  პერინატალური და სხვა სამედიცინო მომსახურება. ასევე, პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამბულატორიულ სამსახურში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურებითა და უახლესი სამედიცინო აპარატურით.

 

ოზურგეთი

 

ცენტრში ფუნქციონირებს გურიის რეგიონში ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, სადაც დიაგნოსტირებაზე პასუხისმგებლები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები. სამედიცინო ცენტრში არსებული რეანიმაციული სამსახურის აღჭურვილობა და კადრების კვალიფიკაცია სრულად უზრუნველყოფს გადაუდებელი და კრიტიკული სიტუაციების სრულყოფილ მართვას. 


ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე  ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიური განყოფილება, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერი სირთულის ოფთალმოლოგიური ოპერაცია.


ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული ყველა ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები.


მედალფას მიზანია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულისამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით ოზურგეთს სამედიცინო ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

medalpha laboratory

  © 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE