ქ. ოზურგეთი, ე. ნინოშვილის ქ. N3
შპს ,,მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა 2011 წლის 1 ოქტომბერს. მას შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მიიღოს 60 სტაციონარული პაციენტი და მიაწოდოს მათ ქირურგიული, უროლოგიური, ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური, ოტო-რინო-ლარინგოლოგიური, ოფტალმოლოგიური, ანგიოქირურგიული, ინფექციური, შინაგან სნეულებათა, პედიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური, პერინატალური და სხვა სამედიცინო მომსახურება. ასევე, პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამბულატორიულ სამსახურში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურებითა და უახლესი სამედიცინო აპარატურით.
ცენტრში ფუნქციონირებს გურიის რეგიონში ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, სადაც დიაგნოსტირებაზე პასუხისმგებლები არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები. სამედიცინო ცენტრში არსებული რეანიმაციული სამსახურის აღჭურვილობა და კადრების კვალიფიკაცია სრულად უზრუნველყოფს გადაუდებელი და კრიტიკული სიტუაციების სრულყოფილ მართვას.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული ყველა ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები.
ჰოსპიტალური ქსელი მედალფას მიზანია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.