ქართული | English | Rусский
სამედიცინო დაწესებულებები
გამოკითხვა
სარგებლობთ თუ არა მედალფას მომსახურებით?
რეგულარულად
იშვიათად
ერთხელ ვისარგებლე
ჯერ არ მისარგებლია
ვაპირებ, რომ ვისარგებლო
 

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა. რეკონსტრუქციის პროცესშია და ახლო მომავალში გაიხსნება ბათუმის – ბონის სამედიცინო ცენტრი. "მედალფას" სათავო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

გურია მედალფა

შპს „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელის ყველა სამედიცინო ცენტრი და კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

 

შპს "მედალფას" მიზანია პაციენტებისათვის კვალიფიციური, ეფექტური და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამ მიზნით სამედიცინო ცენტრებში უწყვეტად მიმდინარეობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი.

მედალფა კასპი

 

შპს „მედალფას“ ყველა დაწესებულება მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს უფასოდ მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები.

თბილისი მედალფა

 

შპს "მედალფა" ახლო მომავალში მოსახლეობას შესთავაზებს განახლებულ სამედიცინო ცენტრებს ქ. ლანჩხუთში და დ. ჩოხატაურში. 

 


medalpha laboratory

  © 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE