ქართული | English | Rусский
სამედიცინო დაწესებულებები
გამოკითხვა
სარგებლობთ თუ არა მედალფას მომსახურებით?
რეგულარულად
იშვიათად
ერთხელ ვისარგებლე
ჯერ არ მისარგებლია
ვაპირებ, რომ ვისარგებლო
 

თბილისის კლინიკა

 

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფას“ თბილისის კლინიკა მოსახლეობას სთავაზობს გეგმიური ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრს.  

 

კლინიკის უპირატესობებია:

  • მაღალკვალიფიციური მედპერსონალი და სერვისების მრავალფეროვნება
  • უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურა
  • რიგების მართვის ინტელექტუალური სისტემა
  • ხელსაყრელი ადგილმდებარეობა და პარკირების დიდი რესურსი
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კომფორტული გარემო

 

 ძირითადი სერვისების ჩამონათვალია:

 

  • ოჯახის ექიმების მომსახურება
  • ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია (კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, დერმატოლოგი, რევმატოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი და სხვ.)
  • ოფთალმოლოგიური მომსახურება (ოფთალმოლოგიური კვლევები - ვიზიომეტრია (მხედველობის გამოკვლევა), აუტორეფრაქტომეტრია (რეფრაქციის კომპიუტერული განსაზღვრა),  კერატო-ოფთალმომეტრია,  ტონომეტრია (თვალშიგა წნევის გაზომვა), ბიომიკროსკოპია, ოფთალმოსკოპია (თვალის ფსკერის გამოკვლევა), კომპიუტერული პერიმეტრია (მხედველობის ველის კომპიუტერული გამოკვლევა), ექოსკოპია და სხვ.).
  • ოფთალმოლოგიური ოპერაციები (კატარაქტის ოპერაცია თანამედროვე –  ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით)
  • კანის კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების მოცილება თანამედროვე მეთოდით
  • მცირე ზოგადქირურგიული ოპერაციები
  • სტომატოლოგიური მომსახურება (თერაპია, ქირურგია, ორთოდონტია, ორთოპედია, იმპლანტაცია)
  • ექოსკოპია (მუცლის ღრუ, საშარდე სისტემა, კუჭი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მუხლის სახსარი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები, ექოკარდიოგრაფია, ნეიროსონოსკოპია, სისხლძარღვების დოპლეროგრაფია,  სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპია)
  • ციფრული რენტგენოგრაფია (მ/შ სტომატოლოგიური რენტგენოგრაფია ვიზიოგრაფიით)
  • სპირომეტრია
  • დერმატოსკოპია
  • ელექტროკარდიოგრაფია
  • არტერიული წნევის და კარდიოგრამის 24სთ მონიტორინგი
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტი 
  • ენდოსკოპია (გასტრო-ეზოფაგო-დუოდენოსკოპია)

 

 

კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებს, კერძო დაზღვევის მქონე პირებს და სხვა ნებისმიერ მსურველს. კლინიკა მონაწილეობს ანტენატალური მეთვალყურეობის, გეგმიური იმუნიზაციის და დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამებში.

 

სამუშაო საათებია:

ორშაბათი - პარასკევი  09:00 - 20:00 
შაბათი-კვირა  10:00 - 18:00

 

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N 16

 

ტელ.: 0322 50 00 16

medalpha laboratory

  © 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE